ტურისტული ახალი ამბები

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით აირჩიეს

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე ვადით არჩევა საქართველოს დიდ წარმატებას ნიშნავს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლების წარმატებულ პოლიტიკასა და მაღალ კვალიფიციურობას.
საქართველოს კანდიდატმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა, თავმჯდომარეობის პირველ ვადაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდისთვის, განსაკუთრებით გლობალური პანდემიის პირობებში. ზურაბ პოლოლიკაშვილის ხელმძღვანელობით დაინერგა ორგანიზაციის მართვის ახალი, ინოვაციური მიდგომები.
მნიშვნელოვანი იყო, პანდემიის პერიოდში ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის თბილისში გამართვა, ამ საერთაშორისო ღონისძიებამ კიდევ უფრო ხელი შეუწყო საქართველოს, როგორც მზარდი ტურიზმის პოტენციალის ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო არეალზე.

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2021 Geo Tourism. All Rights Reserved.