ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი

ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი

პუბლიკაციის ტიპი: სამეცნიერო ნაშრომები
წელი: 2013
გვერდების რაოდენობა: 740გვ. 
გამომცემლობა: ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”.
გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.  

ამ წიგნის შექმნაზე მეცნიერები 20 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ლექსიკონი შედგება წინასიტყვაობის, საძიებელის, ანბანზე დალაგებული სტატიების, ბიბლიოგრაფიისა და შემოკლებათა განმარტებებისაგან. საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების შესახებ ამგვარი ინოვაციური ნაშრომი აქამდე არ შექმნილა. ამ პროექტიის იდეა, ენციკლოპედიური ხასიათის ცნობარის შექმნისა, ,,ქართლის ცხოვრების" უდიდესი მნიშვნელობის გათვალისწინებით დაიბადა. ეს ლექსიკონი უფრო თვალნათელს გახდის „ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული გეოგრაფიული პუნქტების რეალურ სახეს, განსაზღვრავს მათ მნიშვნელობასა და ადგილს საქართველოს ისტორიაში. პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია - გელა გამყრელიძე. 

გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ორგანიზაციის წევრებისთვის (წევრობის ფორმა - სტანდარტი)   

 

მსგავსი გვერდები