სამართლებრივი აქტები და კანონმდებლობა ტურიზმში

საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტების შესახებ

მუხლი 1. კანონმდებლობა ტურიზმისა და კურორტების შესახებ
1. საქართველოს კანონმდებლობა ტურიზმისა და კურორტების შესახებ არეგულირებს ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის სფეროშიარსებულურთიერთობებს.
2. საქართველო კანონმდებლობა ტურიზმისა და კურორტების შესახებ შედგებასაქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის და მათ შესაბამისად მიღებული სხვანორმატიული აქტებისაგან.

კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს კურორტებსა და საკურორტო ადგილებში საწარმოთა განთავსების, სამეწარმეო საქმიანობის, ბუნებრივი სამკურნალო რესურსებით სარგებლობისა და მოსახლეობის განსახლების აუცილებელ პირობებს.

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის

ამ კანონის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარება და მეწარმეობის ხელშეწყობა, რისთვისაც ეს კანონი ადგენს პირობებს თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის, ასევე საგადასახადო და სხვა შეღავათებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

მუხლი 657. ცნება
1. ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის.