საქართველოს ღვინის მარნები / შატოები

ჭრებალოს მარანი

დასახელება: ჭრებალოს მარანი
რეგიონი: რაჭა - ლეჩხუმი
რაიონი: ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
სოფელი: ჭრებალოში 
FB გვერდი: https://www.facebook.com/Tchrebalo
ვებ საიტი: http://www.tchrebalo.ge/
ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.; ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ტელეფონი/მობილური: +995 599 40 40 40

აღწერა
"ჭრებალოს მარანი" მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში, 1896 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში.
ჭრებალოს მარანი არის ახალი ტურისტული დანიშნულების ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან გასტრონომიულ გამოცდილებას თვითმყოფად გარემოში. უყვება მათ ისტორიას სოფლის და რეგიონის შესახებ; სტუმრებს უზიარებს "რაჭის შეგრძნებებს" უნიკალური კერძებისა და ღვინის შეთავაზებით, სადაც სტუმარი რაჭაში მოგზაურობის დაუვიწყარ გამოცდილებას იძენს.
კომპანია აწარმოებს 8 სახეობის უნიკალურ ღვინოს რაჭა-ლეჩხუმის რჩეული ვენახებიდან და ჭაჭას - "რაჭაჭა". შენობაში გხვდებათ რესტორანი, ღვინის სადეგუსტაციო, სატრენინგო სივრცეები და ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტის მაღაზია.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული პრეზენტაცია.

 

მსგავსი გვერდები