ტურისტული ფორუმი, კონფერენცია

Invest in Lviv Region: Focus on Tourism

უკრაინაში ქ. ლვოვში იმართება ყოველწლიური საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი “Invest in Lviv Region: Focus on Tourism”. ფორუმი არის მნიშვნელოვანი ნაციონალური და საერთაშორისო ღონისძიება, სადაც განიხილავენ რეგიონების კონკურენტუნარიანობის, სტრატეგიული განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან საკითხებს. ღონისძიების მთავარი ამოცანაა წარმოადგინოს უკრაინა, როგორც უსაფრთხო ტერიტორია უკრაინული და უცხოური საქმიანი წრეებისთვის.

2019 წლის  მე-19 საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი  31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით უკრაინაში ქ. ლვოვში  გაიმართება, ფორუმის პირველ დღეს დაგეგმილია ოთხი ბლოკი: „ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, როგორც ლვოვის ეკონომიკის განვითარების დინამიური ინსტრუმენტი“, „ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, სამრეწველო წარმოების ევოლუცია“, „ინდუსტრიული პარკები, როგორც ტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვის პროგრესული ინსტრუმენტი“ და „განვითარების ფინანსური ინსტრუმენტი: მსოფლიო გამოცდილება და უკრაინის პერსპექტივები“.
ფორუმის მეორე დღეს გათვალისწინებულია თემატური ღონისძიებები შემდეგი დარგების მიხედვით: აგრომრეწველობა, ექსპორტი, ტურიზმი (ითვალისწინებს ტურისტული ნაკადების გაცვლის მიზნით სანდო პარტნიოერული კავშირების დამყარებას ტურისტულ კომპანიებთან, ავიაკომპანიებთან, დასასვენებელ და სამედიცინო კომპლექსებთან), საერთაშორისო ტექნიკური დახმარება, ენერგიის დაზოგვა და განახლებადი ენერგეტიკა.

ღონისძიების FB ლინკი : ნახვა

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში მიმართეთ ლვოვის საოლქო ადმინისტრაციის საკონტაქტო პირს: ტარას ლოზინსკი-ტურიზმის და კურორტების სამმართველოს უფროსი, ტელ: +38 (097) 502 34 08, ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.