ტუროპერეტორის სახელძღვანელოები

ტურისტული ელ. წიგნების ყველაზე დიდი არჩევანი

ბუნების შემსწავლელი ბილიკები

გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებისა giz და ილიას სახემლმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების ცენტრმა თბილისის შემოგარენში მოაწყო სასწავლო-სალაშქრო ბილიკები. ბილიკების იდენტიფიცირება მოხდა ილიას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების თემატიკის მიხედვით. აღნიშნული პროექტი გულისხმობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების პრაქტიკული მასალით გამდიდრებას. შერჩეულ ბილიკებზე მოხდა საინფორმაციო დაფების დამონტაჟება, შეიქმნა ელექტრონული ბაზა მარშრუტებზე მოპოვებული ინფორმაციის შენახვისა და განახლებისთვის, ასევე მოხდა პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მარშრუტებზე არსებული ინფორმაციის მობილურ მოწყობილობაში ჩამოტვირთვა. შეიქმნა ონლაინ ვიკი სისტემა (პორტალი) http://www.traces.iliauni.edu.ge/, რომელზეც მოთავსებულია სრული ინფორმაცია სალაშქრო მარშრუტების შესახებ და შესაძლებელია მისი მარტივად ჩამოტვირთვა და განახლება. შეიქმნა აპლიკაცია სმარტფონებისთვის, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს ჩამოტვირთოს მარშრუტების რუკები, ინფორმაცია მათთვის საინტერესო ობიექტების შესახებ შემდეგ პლატფორმაზე: iPhone (iPhone 5-ის საშუალებით, 3G და 3Gs ვერსიებზე თავსებადი), ანდროიდი. პროგრამის ინტერფეისი არის მარტივ ინგლისურ ენაზე და მომხმარებლისთვის ადვილად გამოსაყენებელი.
პროგრამას აქვს შემდეგი ფუნქციები:
– GPS-ის ძირითადი ფუნქციები (პოზიციების ჩვენება, სიმაღლე, სიგნალის სიზუსტე);
– მონაცემთა ბაზიდან შემადგენლობის (ტექსტი, სურათი, ცხრილი და ა.შ) ჩამოტვირთვის
უნარი ოფლაინ რეჟიმში გამოსაყენებელი ვებსერვერის საშუალებით;
– ოფლაინ რეჟიმში HTML გვერდების ჩვენება;
– GPS მონიტორინგი ოფლაინ რუკებზე;
– სასურველი დაფარვის წერტილები რუკაზე.
ამავე პროექტის ფარგლებში შეიქმნა მოცემული საველე მეგზურიც ქართულ და ინგლისურ ენაზე, რომელიც სრულად შიცავს სასწავლო-სალაშქრო ბილიკების გასავლელად საჭირო ინფორმაციას.

შინაარსი:

შესავალი --------------------------------------------------------------------------- 4
ადგილმდებარეობა A - გლდანის ტბა ----------------------------------------- 5
ადგილმდებარეობა B - თბილისის ზღვა -------------------------------------- 30
ადგილმდებარეობა C - კოჯორი ----------------------------------------------- 55
ადგილმდებარეობა D - კუს ტბა ------------------------------------------------ 83

გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ორგანიზაციის წევრებისთვის 
(წევრობის ფორმა - ტუროპერატორი)
 

ავტორიზაცია  |  გაწევრიანება

 


 

 

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 
©2020 Geo Tourism. All Rights Reserved.