ტურისტული ბიზნესისი გზამკვლევი
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2018 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 8,679,544 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 9.8%-ით მეტია.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 2018 წელს საერთაშორისო ვიზიტორების 3 მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7,203,350 შეადგინა. მათი უმრავლესობა (საქართველოს არარეზიდენტი მოქალაქეების გათვალისწინების გარეშე) 77.3% მეზობელი ქვეყნების რეზიდენტების
ვიზიტები იყო. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით ლიდერობს აზერბაიჯანი 1,424,610 ვიზიტით, მას მოსდევს რუსეთი 1,404,757, სომხეთი 1,268,886 და თურქეთი 1,098,555 ვიზიტით