
ტურისტული მარშრუტის შედგენა პირველი ეტაპია ტურის დაგეგმარებაში, რომლის დროსაც დროში განისაზღვრება ის ძირითადი ადგილები და სანახაობები რომლიც უნდა იყოს მარშრუტში.
ტურის დეტალური გაწერა გულისხმობს მარშრუტის დროში დაგეგმარებას, განთავსების და კვების ობიექტების შერჩევას, ტრანსპორტის და გიდის მოძიებას.
ხარისხიანი სერვისების მომწოდებლების მოძიება და (განთავსების და კვების ობიექტები, გიდები და მძღოლები და ა.შ) ურთიერთობა, ხელშეკრულებების გაფორმება და მათთან თანმშრომლობა ტურისტული პროდუქტის ხარისხის გამსაზღვრელი კომპონენტია.
შედგენილი მარშრუტის სარეკლამო ტექსტის გაწერა და თარგმნა (საჭიროების შემთხვევაში) ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია, სარეკლამო ტექსტს ვიყენებთ ტურის პრეზენტაციისას, საკუთარ საიტზე თუ სხვადასხვა სარეკლამო გვერდებზე განთავსებისთვის.
ტურისტული პაკეტის თვითღირებულების ფასის გამოთვლა ტურისტული პაკეტის შემუშავების ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, თვითღირებულება გულისხმობს ყველა იმ ხარჯის განსაზღვრას, რომელიც საჭიროა ტურის შესასრულებლად.