ტურისტული ბრენდის შექმნა
ბრენდის შექმნა განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ბრენდის შექმნა და მისი ცნობადობის ზრდა რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესია. ბრენდირება აუცილებელია ტურისტული ბიზნესისთვის, რადგან კარგად ბრენდირებული პროდუქტი/სერვისი უფრო მეტი მოგების მომტანია ნებისმიერი კომპანიისთვის, ვიდრე არაბრენდირებული სახით გაყიდვა.
ბრენდის ძირითადი ელემენტები:
კომპანიის/ბრენდის სახელი (Naiming) - მისი შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებაა. ის უნდა იყოს მარტივი, ინდივიდუალური და ადვილად დასამახსოვრებელი, ბრენდის სახელის (Naiming) შექმნის შემდეგ უკვე მუშაობა იწყება ლოგოსა და ბრენდბუქზე.
ლოგო - ბრენდის შექმნაში უმნიშვნელოვანესი ასპექტი ლოგოს შექმნაა. ის არის ინდივიდუალური გრაფიკული ფიგურა რომელიც აუცილებელი ატრიბუტია ნებისმიერი ტურისტული კომპანიისთვის, განსაკუთრებით კი სატრაპებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ მოღვაწეობას, არ აქვთ ისტორია და სურთ მომხმარებლისთვის დასამახსოვრებლები გახდნენ. ლოგოს გარეშე წარმატებულ კომპანიას არ შეუძლია კლიენტებთან ურთიერთობის სტრატეგიის მშენებლობა და ბრენდის დადებითი იმიჯის შენარჩუნება.
ფერები - ბრენდში გამოყენებულია ერთი ან რამდენიმე ძირითადი ფერი, რომელიც გავლენას ახდენენ მის რეპუტაციაზე და აღქმაზე, რადგან თითოეულ ფერს თავისი სიმბოლური დატვირთვა გააჩნია.
ბრენდბუქი
ბრენდბუქის დამზადება ნებისმიერი ბიზნესისთვის აუცილებელია, მასში მოცულია ისეთი ელემენტები, როგორიცაა ლოგო, ფერები და ბრენდის ვიზუალიზაციასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტები. ბრენდბუქიში ბრენდის მთავარი პრინციპები და მიზნებია ჩამოყალიბებული და ქმნის ერთიან სტილის რომელსაც კომპანიები იყენებეს. ასევე ბრენდ ბუქით განისაზღვრება ვიზუალური მასალის გამოყენების და გარკვეული აკრძალვების წესები. დროისა და შრომის დაზოგვის მიზნით იქმნება ბრენდის სახელმძღვანელო (Brandbook)
ბრენდბუქი შედგება: დოკუმენტების (მაგ. ინვოისის და სხვა საჭირო ბლანკი,საქაღალდე), საბეჭდი ნიმუშები (მაგ. ფლაერი, ბუკლეტი, პოსტერი) და სუვენირების (მაგ. კალამი, ფლეშკა) დიზაინისგან. კომპანიიდან გამომდინარე ეს შეიძლება სხვადასხვა იყოს მაგ. იხ სასტუმროს ბრენდ ბუქი ლინკი
ბრენდბუქი განკუთვნილი ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც შეხება აქვს კონტენტის, ვიზუალის დიზაინის თუ ბეჭდვის საკითხებთან.
რებრენდინგი
არსებული ბრენდის შეცვლა/განახლებას წარმოედგენს, რებრენდინგში მთავარი არის, რომ მყიდველს შეეცვალოს და შეექმნას ახალი წარმოდგენა კომპანიაზე. რებრენდინგი მარტო ლოგოს, სლოგანის ან ფირმის ფერების შეცვლა არაა, არამედ მთლიანად, სააგენტოს მომხმარებლებთან მუშაობის არსებული წესების შეცვლაა.