ქვემო სვანეთში, სოფელ ფაყიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში, სკალდის მთაზე, ზღვის დონიდან 2210 მეტრზე მდებარეობს მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია. ხალხური გადმოცემით სკალდის ტაძარი X-XI საუკუნეებში აშენდა და მისი პირვანდელი სახე თითქმის წაშლილია.
სალოცავი სვანეთში და არა მარტო სვანეთში ოდითგანვე ძლევამოსილ სალოცავად ითვლება. ეკლესიის მთავარ სიწმინდეს წარმოადგენს მოოქროვილი ხატი მთავარანგელოზების (მიქაელის და გაბრიელის) და მათ შუა მაცხოვრის გამოსახულებით.
ეკლესიის დღესასწაული 21 ნოემბერია, სულთმოფენობის დღესასწაულზე კი (აღდგომიდან მეშვიდე კვირის თავზე) მონასტერი ხალხმრავლობის განსაკუთრებულ ადგილს წარმოადგენს, რადგან ამ დღეს მთელი საქართველოდან მოდიან მომლოცველები და დიდი მოწიწებით მოილოცავენ აქაურ სიწმინდეებს. ამ დღესასწაულს ადგილობრივი მოსახლეობა სკალდობასაც უწოდებს.მ დღეს ემთხვევა ასევე საერო ზეიმი ფაყობა, რომელიც კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება სოფელ ფაყში.
სვანებს სწამთ, რომ ხატს სასწაულმოქმედი ძალა აქვს და მას განსაკუთრებით უფრთხილდებიან. მომლოცველების წინაშე მას მხოლოდ დღესასწაულებზე გამოასვენებენ ხოლმე, შემდეგ კი ისევ ტაძარში აბრუნებენ.
მთავარანგელოზების ეკლესიაში ქალები არ დაიშვებიან, აქ მხოლოდ მამაკაცები ლოცულობენ; ქალები კი სკალდის ძირში გაშენებულ სოფელ ფაყში არსებულ ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში მიდიან. მათ შესაწირი, საგანგებოდ დამზადებული კვერები მიაქვთ. ამასთან, დღემდე შენარჩუნებულია წარმართული ტრადიცია, რომლის მიხედვით, სვანებს მამლები და ცხვრები მიჰყავთ, რომელთაც ფაყის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის ეზოში უშვებენ. ზემოთ კი, სკალდის ეკლესიასთან საკლავი იკვლება.
საინტერესოა თვითონ სალოცავის აშენების ისტორიაც:
ადრე მთავარანგელოზის ეკლესია ჭურიაშად სახელდებულ ადგილას ყოფილა აგებული. ერთხელაც მთავარანგელოზმა ეს ეკლესია მიატოვა და გაფრინდა. აღნიშნულის შესახებ მოსახლეობას ეკლესიის მნათემ აუწყა. ეკლესიას გუმბათი აეხსნა და იქიდან თეთრ სამოსში შემოსილი მთავარანგელოზი გაფრინდა. ეკლესიის ხატი მისი მფარველი ანგელოზის გარეშე დარჩა. ხალხმა გადაწყვიტა მისი მოძებნა. მოიყვანეს გაუხედნავი ორი ხარი, დაადეს უღელი, გამოუბეს მარხილი და ხატი მასზე დააბრძანეს. გაუშვეს უღელდადგმული ხარები თავის ნებაზე. მათ გეზი მთის მწვერვალისკენ აიღეს. გადაუარეს ტყეს (სადაც გაიარეს დღესაც ეტყობა ნავალი, ბუჩქები ერთ მხარესაა გადახრილი). ბოლოს ხარები ავიდნენ მთის წვერზე, სადაც მათ გული გაუსკდათ და მოკვდნენ. ხალხმა ეს იმის ნიშნად მიიღო, რომ მთავარანგელოზი სწორედ აქ იყო და გადაწყვიტა ამ ადგილზე ეკლესიის აგება. ხალხი მწვერვალიდან მდინარემდე ჩამწკრივდა და ხელი-ხელ გადაწოდებით აიტანეს ასაშენებელი ქვები. ასე აშენდა სკალდის ცნობილი ეკლესია. გადმოცემის თანახმად, მშენებლობას ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა.
სამონასტრო ცხოვრება სკალდში 2013 წლის 21 ნოემბერს, მთავარანგელოზების დღესასწაულზე აღდგა( დაიწყო) და მისი წევრები არიან: მღვდელ – მონაზონი საბა (ფილიევი), ბერი გაბრიელი (ბენდელიანი).