როგორც ცნობილი გახდა ინსტაგრამის გუნდი იმაზე მუშაობს, რომ პოსტებზე ლაიქების რაოდენობა დამალული იყოს. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დააანონსეს.
ეს ცვლილება ეტაპობრივად უკვე განხორციელდა რამდენიმე ქვეყანაში: კანადაში, ბრაზილიასა და იაპონიაში. სულ ცოტა ხნის წინ კი კომპანიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ ამ კვირის ბოლომდე ახალი ცვლილება აშშ-სთან ერთად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ამოქმედდება.
ახალი ცვლილება არ გულისხმობს იმას, რომ ინსტაგრამზე მოწონების ფუნქცია მთლიანად ქრება: კვლავ შეგვიძლია მოვიწონოთ პოსტები, უბრალოდ ლაიქების რაოდენობის ნახვა მხოლოდ პოსტის ავტორს შეეძლება და ის სხვებთან არ გამოჩნდება.
მენეჯმენტმა ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სოციალური ქსელის მოხმარების მიზნების გასაუმჯობესებლად გადადგა, ინსტაგრამს სურს, რომ მათი პლატფორმა მეტად ჯანსაღი სივრცე გახდეს და პოპულარობის მოპოვების მცდელობის ნაცვლად ადამიანებმა დრო ერთმანეთთან ურთიერთობას დაუთმონ.
ასევე ცნობილია, რომ მსგავსი ცვლილებების განხორციელებას ფეისბუქიც გეგმავს.
წყარო: Variety