PackPoint განსხვავებული აპლიკაციაა, ის უფრო მეტად კონცენტრირებულია იმ დეტალებზე, რომელიც სამოგზაუროდ წასვლის დროს გჭირდებათ. მაგალითად, თუ თქვენ მიფრინავთ ორშაბათს და დღეს არის პარასკევი, შეგიძლიათ ჩამოჯდეთ და მშვიდად ჩამოწეროთ იმ ნივთების სია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიღოთ. ბარგის ჩალაგების დროს, ჩართავთ აპლიკაციას, რომელიც შეგახსენებთ ყველა იმ ნივთს, რომელიც გჭირდებათ. აპლიკაციაში სპეციალური კატეგორიებია გამოყოფილი - ბავშვისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, ზღვისთვის და ა.შ. საჭირო ნივთების ჩამოსაწერად.
გადმოსაწერი ლინკი: iTunes, App Store | Play Store, Google Play