პირველ ადგილს Facebook-ი იკავებს, რომელსაც ყოველთვიურად 2.9 მილიარდი ადამიანი იყენებს.
Facebook-ის გარდა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის Meta Platforms-ის მფლობელობაშია კიდევ 2 უმსხვილესი სოციალურ ქსელს - Instagram-ი, რომელიც მე5 ადგილზეა და WhatsApp-ი, რომელიც მე 3 ადგილზეა.
სიაში მეორე ადგილზე 2.2 მილიარდი მომხმარებლით YouTube-ია;
ზრდის ყველაზე სწრაფი ტენდენციით ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, ByteDance-ის სოციალური ქსელი, TikTok-ი გამოირჩევა, ის მე 6 ადგილზეა და ამჟამად 743 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ის სულ უფრო მეტ კონკურენციას უწევს კომპანია Meta-ს მფლობელობაში არსებულ სოციალურ ქსელებს.
აპლიკაცია Telegram-ს, რომელიც დაარსების დღიდან კონკურენციას უწევს WhatsApp-ს, დღეს მსოფლიოში 700 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ამ დროისთვის უკვე აპლიკაციით შესაძლებელია მომხმარებლებს ერთმანეთისთვის ხმოვანი შეტყობინებები გაეგზავნა და ე.წ. საიდუმლო ჩატებიც შეექმნა.
ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელების რეიტინგი:
1. Facebook – 2.9 მლრდ
2. YouTube – 2.2 მლრდ
3. WhatsApp – 2 მლრდ
4. WeChat – 1.2 მლრდ
5. Instagram – 1.2 მლრდ
6. Tiktok – 732 მლნ
7. Telegram – 700 მლნ
8. Snapchat – 528 მლნ
9. Pinterest – 459 მლნ
10. Reddit – 430 მლნ
11. Twitter – 396 მლნ