ტურისტული ბლოგი

ეს ძალიან საინტერესოა

რა არის და როგორ დავწეროთ ბრიფი ?

რა არის და როგორ დავწეროთ ბრიფი ?

ბრიფი ეს არის დოკუმენტი, რომლითაც იწყება თანამშრომლობა ნებისმიერ მარკეტინგულ კომპანიასთან, აქ თავმოყრილია დამკვეთის შესახებ ინფორმაცია, ამოცანები და და მიზანები რომელიც კომპანიას აქვს დასახული.
ბრიფი ის საკომუნიკაციო ერთეულია, რომელმაც სააგენტოს უნდა შეუქმნას წარმოდგენა, თუ ვინ ხართ, რა გსურთ თქვენ და როგორია თქვენი მოლოდინები.
იმისთვის, რომ კამპანიამ კარგად იმუშაოს, პირველ რიგში დამკვეთისგან არის საჭირო სიზუსტე და მიზნების სწორად ჩამოყალიბება.

„კარგად დაწერილი ბრიფი პროექტის წარმატების საუკეთესო წინაპირობაა“

თუ სააგენტოს მოფიქრებული სამოქმედო გეგმა არ ემთხვევა დამკვეთის სურვილს ხშირად ამის ძირითადი მიზეზი სწორედ ბრიფი გახლავთ. ტყუილად გაფლანგული დროის და შრომის ასაცილებლადაა შემოღებულია გარკვეული სტანდარტი ბრიფის სახით.
ბრიფს მრავალი სახეობა აქვს და ყოველ მათგანს თავისი სპეციფიკა გააჩნია. ბრიფი უნდა შეიძლება დაიწეროს მარკეტინგული გეგმისათვის, პიარ კამპანიისათვის, ვებ საიტისთვის, ლოგოსთვის, კონკრეტული ღონისძიებითვის და სხვა მრავალი მიზნისათვის.
რა ინფორმაცია უნდა ეწეროს ბრიფში?
კომპანია და მისი საქმიანობა - ეს აუცილებელია, რადგან კამპანიის ყველა კომპონენტი შეესაბამებოდეს თქვენს საქმიანობას და ღირებულებებს. ინფორმაცია უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მოკლე და კონკრეტული. ხართ თუ არა საერთაშორისო კომპანია და თუ ხართ, რამდენ ქვეყანაში გყათ პარტნიორი/წარმომადგენელი. რამდენი თანამშრომელი გყავთ რა არის თქვენი კომპანიის სლოგანი და რა არის თქვენი კომპანიის მისია.
პროდუქტი ან სერვისი -  თქვენი პროდუქტების მახასითებლები და ჩამონათვალი, ღირებულებები და უპირატესობები.
მიზნები და ამოცანები - რის გამო გეგმავთ კამპანიას, რისი მიღწევა გსურთ, რა მოლოდინები გაქვთ.
სამიზნე აუდიტორია - რომელ ასაკს, სქესს და გეოგრაფიული მდებარეობას მიეკუთვნება თქვენი მომხამრებელი, არ დამატებითი მახასითებლები აქვს. აუცილებელია სეგმენტაცია იყოს ზუსტი, რათა მარკეტინგულმა ააგენტომ იცოდეს, რა ტიპის მომხმარებელს უნდა მისწვდეს კამპანიის ფარგლებში.
პოზიციონირება - როგორ პოზიციონირდება თქვენი კომპანია ამჟამად და როგორ გსურთ პოზიციონირდებოდეს მომავალში.
კონკურენტები და უპირატესობები - ვინ არიან თქვენი კონკურენტები და რით განსხვავდებით თქვენ? აღწერეთ ის კომპონენტები, რომელიც გამოარჩევს თქვენს საქმიანობას/ პროდუქტს სხვებისგან. რას მიიღებს კლიენტი, განსხვავებულს იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს პროდუქტს შეიძენს.
მიმართვის ფორმა - როგორია თქვენი სამიზნე აუდიტორიისთვის მიმართვის ფორმა. როგორი კომპანია ხართ: სოლიდური, ახალგაზრდული თუ მხიარული. ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, რათა არ დაიკარგოს ძირითადი ხაზი სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებში.
კამპანიის ბიუჯეტი - რა თანხას გამოყოთ ამ კამპანიისთვის. რათა სარეკლამო სააგენტოს ჰქონდეს წარმოდგენა, რა ბიუჯეტში უნდა ჩაატიოს ყველაფერი, რასაც დაგეგმავს.
ეტაპები, დროის გათვლა და deadline -  ბრიფის ამ ნაწილში უნდა დათქვათ რა დროში გსურთ კამპანიის განხორციელება და როდის არის დედლაინი. (ნუ დაუწესებთ სააგენტოს ისეთ deadline – ს, რომელშიც საქმის მოსწრება ფიზიკურად შეუძლებელია და ასვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო დიდ დროს მისცემთ სააგენტოს, მით უფრო ხარისხიანი იქნება პრეზენტაცია)
განსაკუთრებული მოთხოვნები - თუ არის ისეთი ასპექტები, რომელიც არ არის ცნობილი, თუმცა გსურთ, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ კამპანიის დაგეგმვისას.
დასკვნა - ბრიფი უნდა დაასრულოთ დასკვნით, სადაც ხაზს გაუსვამთ თუ რა არის თქვენი მოლოდინი სააგენტოსგან.

 

მსგავსი გვერდები