ეს არის ვიდეო, რომელიც დამსახურებულად გახდა ვირუსული 2013 წლის სადღესასწაულო სეზონზე, ეს არის საშობაო სასწაული, რომელიც დამზადებულია WestJet-ის მიერ, კანადის სიდიდით მეორე ავიაკომპანიის მიერ.
მასში სანტა კლაუსი ჩნდება ეკრანებზე ტორონტოსა და ონტარიოში აეროპორტში და ეკითხება მგზავრებს, რა სურთ საშობაოდ, ხოლო WestJet-ის თანამშრომლები კულისებში ჩანაწერებს იღებენ. როგორც კი თვითმფრინავი აფრინდება თანამშრომლები საყიდლებზე მიდიან, ყიდულობენ და ფუთავენ, როდესაც თვითმფრინავი კალგარში დაეშვება რამდენიმე საათის შემდეგ, საჩუქრები, წინდებიდან დაწყებული დიდი ტელევიზორით დამთავრებული, გამზადებული ხვდებათ ბარგის ასაღებ დარბაზში.
250 მგზავრის გაოცების ემოცია, სიცილი, შეძახილები "რანაირად!“ , გულგრილს არავის ტოვებს.
ეს არის ავიაკომპანია, რომელმაც მიიღო ყველაზე დიდი საშობაო სიურპრიზი. რიჩარდ ბარტრემმა, WestJet-ის ვიცე-პრეზიდენტმა კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ამბობს რომ 800000 ნახვას ელოდა, მაგრამ სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც საშობაო სასწაული პირდაპირ ეთერში გავიდა, მან 13 მილიონ ნახვას მიაღწია, 200-ზე მეტ ქვეყანაში გახდა ახალი ყურადღების ცენტრში, ამჟამად კი ვიდეოს youtube -ზე 48 მილიონი ნახვა აქვს.
კამპანიაში WestJet-ის 150-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, აეროპორტში ლოჯისტიკის კოორდინირებიდან დაწყებული შოპინგით, შეფუთვით, საჩუქრების გადაცემით დამთავრებული.
მიუხედავად იმისა, რომ WestJet არ ამხელს, რამდენი დახარჯა ვიდეოზე, ბარტრემი მას უწოდებს "უმნიშვნელო ნაწილს". მაგრამ ცხადი ეს არის რეკლამა რომელიც შეიძლება მილიონები ღირდეს.