ქალაქ სიღნაღში, 2024 წლის 27 აპრილს გაიხსნა კომბინირებული სივრცე „სიყვარულის ნაპირი“, რომელიც მოიცავს ღია კაფეს, საბავშვო - გასართობ სივრცესა და სავაჭრო ჯიხურებს.
ჯიხურებში განთავსებულია ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები, ტრადიციული ტკბილეული და სხვა. სივრცე, ასევე მოიცავს დაახლოებით 9000 კვ.მ - ს და გათვლილია ყველა ასაკის ვიზიტორისთვის.
კვების ობიექტი მომხმარებელს სთავაზობს უგემრიელეს კერძებს, მყუდრო, მშვიდ და საოცარ სიმწვანეში ჩაფლულ, თვალწარმტაცი ხედით ულამაზეს გარემოს, სადაც შესაძლებელია ბავშვების გასართობ სივრცეში დატოვება.
დამატებითი ინფორმაციითვის იხილეთ: https://geotourism.ge/siyvarulis-napiri