ტურისტული ბიზნესის სიახლეები

იცოდე რა ხდება ტურისტულ ბიზნესში

საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და მონაცემთა განახლება

ახალი მარანი არაგვისპირიში

ახალი მარანი არაგვისპირიში

2022 წლის აგვისტოში, დუშეთის რაიონში, სოფელ არაგვისპირში გაიხსნა ახალი მარანი "არაგვისპირი".

ობიექტი სტუმრებს მასპინძლობს ადგილზე დაყენებული ღვინით, სეზონური და ადგილობრივი პროდუქტებისგან დამზადებული გასტრონომიული კერძებით. მარანი ორიენტირებულია აგროტურიზმის და გასტროტურიზმის მიმართულებით. ადგილზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა, სადაც მდებარეობს მარანი გასტრო - სივრცე ტერასით და ოთხი იზოლირებული ნომრით, რომელიც სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინფრასტრუქტურით. მარანი ასევე სტუმრებს სთავაზობს საცალო პროდუქციის (ღვინო, ჩირი, ტყემალი) შეძენას და მასტერკლასებს.

დეტალურად იხ. - მონაცემთა ბაზა - https://geotourism.ge/aragvispiri-wine-cellar