ტურისტული ბიზნესის სიახლეები

იცოდე რა ხდება ტურისტულ ბიზნესში

გემო-ფესტი

გემო-ფესტი

სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, რომლის ერთ-ერთი და მთავარი კომპონენტი არის რეგიონებში გასტრონომიული ფესტივალების ჩატარება.

2023 წლის 13 და 14 იანვარს სვანეთში, ადმინისტრაციის ორგანიზებით, მესტიაში, მთავარ მოედანზე, 14:00 საათზე ჩატარდება ფესტივალი "გემო-ფესტი".

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაციას, ახალი გემოების აღმოჩენას, გასტრონომიული მიმართულებით ახალი სერვისების გაჩენას და განვითარებას, რაც გამოიწვევს რეგიონში შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდას.

პროექტის მასშტაბიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მის გაგრძელებასა და ორ რეგიონში განხორციელებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2023 წელსაც გეგმავს.

გეგმის მიხედვით, ფესტივალს ეყოლება 15-მდე მონაწილე ობიექტი. შერჩევისას განისაზღვრა მონაწილეობისთვის აუცილებელი რამდენიმე პირობა: მონაწილე უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მაცხოვრებელი და მომხმარებელისთვის უნდა შეეთავაზებინა ადგილობრივი კერძები. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ასევე დააკომპლექტა შეფმზარეულთა გუნდი, რომლის წევრებსაც აქვთ გასტრონომიულ ფესტივალებზე მონაწილეობის, ორგანიზების გამოცდილება. გამოცდილმა შეფმზარეულებმა მონაწილეებს რეკომენდაციები და გამოცდილება გაუზიარეს, რომელიც შეეხება სათანადო მენიუს შედგენას, კერძების ვიზუალს და გარე სივრცეებში მომზადების სპეციფიკას, სისუფთავის ნორმების დაცვას, სწრაფი მომსახურებას, სერვისს და ასევე ფასწარმოქნას.

კერძების დაგემოვნების გარდა ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ბევრი სხვა საინტერესო აქტივობით დაკავდნენ. ფესტივალი მოიცავს ბავშვების საკვებ ზონას, ბარებს, სამეწარმეო ბაზარს და მუსიკალური წარმოდგენის სივრცეს.

დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/events/1227859097767982

მსგავსი გვერდები