მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გურჯაანში, კურორტ ახტალის პარკში გაიმართება ღვინის ფესტივალი, რომელიც მეღვინეობის გარდა კულინარიულ, თეატრალურ, გასართობ და შემეცნებით კომპონენტებს მოიცავს.
აღნიშნული ღონისძიება მრავალი აქტივობითაა დატვირთული და იდეალური შესაძლებლობაა კახეთში დაგეგმილი ვიზიტის დროს სტუმარმა ერთ ლოკაციაზე აღმოაჩინოს 300-მდე მეღვინეობა, ავთენტური კულინარიული კუთხეები, თეატრალური, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები ნებისმიერი ასაკისათვის.