დაარსდა 1912 წელს
ადგილმდებარეობა: საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, ლაგოდეხის რაიონი.
ფართობი: 24 452 ჰა.
მანძილი: ქ. თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით - 170კმ.
დრო: ავტომობილით - 2,5სთ.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორია გამოირჩევა მცენარეული საფარისა და ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებით, მრავალსაუკუნოვანი, ხელუხლებელი ტყეებითა და ანკარა მდინარეებით. აქ შესაძლებელია `გურგენიანი~-ს ჩანჩქერის ნახვა, რომლის ვარდნის სიმაღლე 40 მ-ს აღწევს.
ტურისტული მარშრუტები:
საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “ლაგოდეხის ჩანჩქერი” - 1 დღე , 7 კმ;
საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “გურგენიანის ჩანჩქერი” - 1 დღე, 8 კმ;
საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “მაჭის ციხე” -1 დღე , 8 კმ;
სამანქანო - საცხენოსნო ტურისტული მარშრუტი “შავი კლდეების ტბა” - 3 დღე, 50 კმ.