ამბროლაურის აეროპორტი
მდებარეობა: რაჭა, ამბლორაული
ტიპი: სამოქალაქო, ადგილობრივი.
IATA-ს კოდი: არ აქვს
ICAO-ს კოდი: UGAM
ტელ: (+995) 599 26 36 14
ელ.ფოატა:
Facebook: https://www.facebook.com/ambrolauri.aero/
ადგილობრივი მნიშვნელობის ამბროლაურის აეროპორტი მდებარეობს ქალაქ ამბროლაურში, ზღვის დონიდან 560 მ სიმაღლეზე. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრა, სიგანე — 30 მ-ს, ხოლო ტერმინალის ფართობი — 600 მ².
ამჟამად აეროდრომს შეუძლია 30-50 მგზავრიანი თვითმფრინავების მომსახურება. მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში, იგეგმება ტერმინალის გაფართოებაც და უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა.
აეროპორტის მშენებლობა 2016 წლის აგვისტოს თვეში დაიწყო, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა 2016 წლის დეკემბერში დასრულდა, ხოლო ტერმინალის — 2017 წლის იანვარში.
ამბროლაურის მიმართულებით ფრენები სრულდება ვიზუალური ფრენის წესებით და დამოკიდებულია ფაქტობრივ ამინდზე.
ნატახტარის აეროპორტიდან ამბროლაურის მიმართულებით სრულდება რეისები და მგზავრობის ღირებულება შეადგენს ერთი გზა: ზრდასრული 50 ლარი; ბავშვები (3-12) 35 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ.