მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი
ადგილმდებარეობა: სვანეთი, დაბა მესტია
ტიპი: სამოქალაქო, ადგილობრივი.
IATA-ს კოდი: არ აქვს
ICAO-ს კოდი: არ აქვს
სიმაღლე ზდ. : 1400 მ.
Facebook: https://www.facebook.com/mestia.aero/
ვებ საიტი: http://www.airports.ge/
ტელ: (+995) 591 51 25 33
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი — ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტი საქართველოში, რომელიც მდებარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიაში, ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლეზე. აქვს ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომლის ზომებია 850 მ X 30 მ. ხელოვნური საფარის ტიპს შეადგენს ცემენტ-ბეტონი. მთავარი არქიტექტორი იურგენ მეიერ-ჰერმანი. აეროპორტის მშენებლობა დასრულდა 2010 წლის 24 დეკემბერს. ზამთრის პერიოდში აეროპორტი იღებს ერთმოტორიან თვითმფრინავებსა და მცირე 18 ადამიანის ტევადობის სამგზავრო თვითმფრინავებს. ზაფხულის პერიოდში აეროპორტს შეუძლია 50 ადამიანის ტევადობის თვითმფრინავის მიღება. ავიაკომპანია „ავიასერვის“ ხარჯზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების შესრულება ხორციელდება მესტიის მიმართულებით. რეისიები კვირაში ორჯერ, ორშაბათს და პარასკევს, ბოლო მოდიფიკაციის Mi-171 ტიპის ვერტმფრენით სრულდება.
მესტიის აეროპორტი მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო აეროპორტთა სიაში მოხვდა. ვებ-გვერდ Novate-ის არქიტექტორებმა მსოფლიოს უჩვეულო აეროპორტების სიაში მესტიის აეროპორტი შეიყვანეს და „პატარა ქართული სასწაული“ უწოდეს.