ტრანსპორტი მონაცემთა ბაზა

ერეკლე II-ის სახელობის თელავის აეროდრომი/აეროპორტი „მიმინო“


მდებარეობა: თელავი, სოფ. კურდღელაური
ტიპი: 
სამოქალაქო, ადგილობრივი.
მფლობელი/ექსპლუატანტი: 
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
ასაფრენ-დასაფრენი ზოლი (10/28) 1150მX25მ
ხელოვნური საფარის ტიპი -
ასფალტ-ბეტონი
სამიმოსვლო ბილიკები
- N1
სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო კატეგორია
- II
ICAO-ს კოდი - UGGT
IATA-ს კოდი - არ აქვს
აეროდრომის კოდური აღნიშვნა - 2B
აეროდრომზე ფრენები სრულდება ვიზუალური ფრენის წესით (VFR)
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 2 772516, (+995) 577 01 58 62

 

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაშია ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი “მიმინო” სადაც ხორციელდება სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკები.

აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით:

  • Cessna 152
  • Aeroprakt A-22
  • Tecnam P2006T

აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. ამჟამად აქ საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან.

თელავის აეროპორტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რასაც ადასტურებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი. 

აეროპორტიდან შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურების) ორგანიზება ტურისტებისთვის.
 

მსგავსი გვერდები