ტურისტული ბლოგი

ეს ძალიან საინტერესოა

Booking.com

Booking.com

დაარსდა - 1996 წელს;
ხელმისაწვდომი ენა - მრავალენოვანი (43 ენაზე)
მფლობელი - Booking Holdings
სათაო ოფისი - ამსტერდამი, ნიდერლანდები
აქტიური მომხმარებელი ყოველთვიურად -
ვებ საიტი - https://www.booking.com/

Booking.com ვებ-საიტი და მობილური აპლიკაცია, რომელიც ტურისტებს ეხმარება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასტუმროს მოძებნასა და დაჯავშნაში. საიტი 1996 წელს შეიქმნა ამსტერდამში და გარდა იმისა რომ ერთ-ერთი პირველი იყო მსგავს ნიშაში, დღემდე ლიდერ პოზიციაზეა სასტუმროს დაჯავშნაში.
Booking.com 2015 წლიდან Priceline-ის (დრევანდელი Booking Holdings) საკუთრებაა.

დღეს ჰოლანდიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული საიტი Booking Holding Inc-ის წევრია. კომპანიას საკუთარი ოფისი აქვს 70-მდე ქვეყანაში და დასაქმებული ჰყავს 17 000-მდე თანამშრომელი.
Booking.com მოგზაურებს საშუალებას აძლევს, მოიძიონ ადგილი სადაც უცხოეთში მოგზაურობისას დარჩებიან. გარდა სასტუმროებისა, კომპანია თანამშრომლობს საოჯახო ტიპის ჰოსტელებთან და სხვადასხვა ტიპის დასასვენებელ სახლებთან. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ვარსკვლავებისა და ფასების მითითებით იპოვონ სასტუმრო და მარტივად დაჯავშნონ.
Booking.com-ის ვებ-გვერდი და აპლიკაცია 43-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი (ამაჟამად ქართული ენა არ არის დამატებული) და მომხმარებელს სთავაზობს 28,782,167 -ზე მეტ განცხადებას. საძიებო სისტემა მოიცავს 229 ქვეყნის 138,695 მიმართულებას.
ყოველდღიურად 1, 550 000 ოთახი იჯავშნება ტურისტების მიერ Booking-ის პლატფორმაზე. საიტი 24 საათიან კონსულტაციას სთავაზობს დაინტერესებულ პირებს და რაც მთავარია 40-მდე ენაზე.
Booking-ი მომხმარებელს არ ახდევინებს საკომისიოსა და ხშირ შემთხვევაში ჯავშნის გაუქმებას უფასოდ სთავაზობს.
უნდა აღინიშნოს რომ ვებ-გვერდი ხელმისაწვდომ ტარიფებზე აკეთებს პრიორიტეტს.
სასტუმროში ყოფნის შემდეგ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დაწეროს შეფასება, ხოლო მისი წაკითხვა ყველას შეუძლია.
Booking.com მარტივ ინტერფეიის სთავაზობს მომხმარებელს. საიტზე შესვლისას საჭიროა იმ ადგილის მითითება სადაც მიემგზავრებით და დროის მონაკვეთი, რამდენ ხანსაც აპირებთ დარჩენას.

მსგავსი გვერდები