Instagram არის აპლიკაციაზე დაფუძნებული ფოტო და ვიდეო გაზიარების სოციალური ქსელი. ეს არის მხიარული და ორიგინალური გზა, თქვენი ბიზნეს შეთავაზებების მისაწოდებლად ფოტოების და 15 წამიანი ვიდეოების საშუალებით.
პირველად გაეშვა 2010 წლის 6 ოქტომბერი, 2012 წელს კომპანია Facebook-მა შეიძინა 1 მილიარდ დოლარად.
ინსტაგრამის მრავალფეროვანი ფილტრების გამოყენებით, შესაძლებელია ფოტოს ხარისხის გაუმჯობესება და თქვენი რეგიონისა თუ პროდუქტის სურათების გაზიარება რეალურ დროში. ის არის ძალიან სწრაფად მზარდი სოციალური ქსელი, რომელიც ადვილი და სწრაფია გამოსაყენებლად.