ტურისტული ბლოგი

ეს ძალიან საინტერესოა

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „ITB Berlin“

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „ITB Berlin“

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „ITB Berlin“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში. ყოველწლიურად  200 ათასამდე დამთვალიერებელს სტუმრობს. გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას 160 ქვეყნის 5 500  ათასამდე ორგანიზაცია წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ გერმანია საქართველოსთვის ერთ-ერთ მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს.  საქართველოში ევროკავშირიდან შემომსვლელი ვიზიტორების მხრივ, პირველ სამეულში შედის.

2023 წელს  ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენა-ბაზრობა 7 -  9 მარტის ჩათვლით გაიმართა, რომლის მასპინძელიც წელს საქართველო გახლდათ.

"უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - საქართველოს მთავარი გზავნილი  იყო, გამოფენა გრანდიოზული გალა კონცერტით ოფიციალურად გაიხსნა, სადაც ქართველმა ხელოვანებმა 3 000-მდე სტუმარს „უსაზღვრო ქართული კულტურა“ გააცნეს. გამოფენს ესწრებოდა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც საქართველოს სტენდი ოფიციალურად გახსნა.

  საქართველოს სტენდი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზე განთავსდა, სადაც 80-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან  სხვადასხვა აქტივობები მოეწყო,  რამაც  ქართული კულტურის, ბუნების, გასტრონომიისა და ღვინის მრავალფეროვნება წარმოაჩინა.

გამოფენის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორმა გამართა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ადგილობრივი კერძო სექტორის, ავიაკომპანიების და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას გერმანიაში და უზრუნველყოფს მეტი ევროპელი ტურისტის შემოდინებას ქვეყანაში.

მომდევნო გამოფენა ბერლინში 2024 წლის 5-7 მარტს გაიმართება.  

დეტალური ინფორმაცია -https://geotourism.ge/itb-berlin 

მსოფლისო საერთაშორსო ტურისტული გამოფენა - გაყიდვები - https://geotourism.ge/travel-trade-show

 

 

 

 

მსგავსი გვერდები