ტურისტული ბლოგი

ეს ძალიან საინტერესოა

რა არის MICE ტურიზმი ?

ბიზნეს ტურიზმი (MICE) ეს არის მოგზაურობა რომელიც მოიცავს კონფერენციებს, კონგრესებს, სავაჭრო გამოფენებს წამახალისებელ ტურებს, კორპორაციულ/ბიზნეს შეხვედრებს და გულისხმობს 10 ან მეტი მონაწილის მინიმუმ ოთხი საათით შეკრებას ღონისძიებისთვის დაქირავებულ ადგილას.

Image

ბიზნეს ტურიზმის ყველაზე გავრცელებულია აბრევიატურა MICE.
MEETING - კორპორატიული კონფერენციები. მაგალითად: კორპორატიული ჯგუფის საბჭოს შეხვედრა, ფინანსური სემინარი უცხოელი ინვესტორებისთვის.
INCENTIVE - კომპანიის მიერ დაგეგმილი წამახალისებელი ტური, რომლის მიზანია თანამშრომელთა დაჯილდოება ან წახალისება. მაგალითად: თანამშრომელთა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელსაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი უძღვება. წამახალისებელი ტური ძირითადად ხორციელდება მხოლოდ გართობის მიზნით და არა პროფესიონალური ან საგანმანათლებლო მიზეზებით.
CONFERENCE-CONVENTION - კონფერენცია - კონვენცია, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიკური ასოციაციების მიერ ჩატარებული გენერალური ასამბლეა, კონფერენციები. მაგალითად: APEC, COP 10, მსოფლიო არქიტექტურის კონგრესი, IBA საერთაშორისო კონფერენცია.
EVENT – EXHIBITION - კულტურული ან სპორტული ღონისძიება, ასევე სავაჭრო შოუები და გამოფენები. მაგალითად: ტოკიოს საერთაშორისო ფილმის ფესტივალი, აზიის საკალათბურთო ლიგა, ტოკიოს მოტორ შოუ, საერთაშორისო საიუველირო გამოფენა ტოკიოში, IAAF მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი.

Image

MICE ტურიზმის ერთ-ერთი ძვირადღირებული სახეობაა. გარდა იმისა, რომ ის მაღალ შემოსავლებს იძლევა, არ არის დამოკიდებული სეზონზე და მისი განვითარება ხელსაყრელია ტურიზმში სეზონურობის არასასურველი შედეგების დასაძლევად. იგი ტურიზმის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი დარგია.

 

ბროშურა - შეხვედრები და ღონისძიებები

მსგავსი გვერდები