მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საფუძველი ეყრება ახალ, ყოველწლიურ ფესტივალს, რომელიც სრულად ეძღვნება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ემსახურება ქართველი მეღვინეების სტიმულირებასა და ღვინის სამშობლოს პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე.
წელს ფესტივალი ჩატარდება 26 ლოკაციაზე (არ შედის კერძო სექტორის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები), 8-15 ოქტომბრის განმავლობაში.
დაგეგმილი ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებულია დღის და საღამოს შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, გათვლილი როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებზე.
ღვინის ფესტივალი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას ღვინის სამშობლოში და მიზნად ისახავს, სამომავლოდ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიო ღონისძიებების კალენდარში.
თანდართულ ფაილად გიგზავნით ფესტივალის შესახებ ინფორმაციას და ასევე გიგზავნით ბმულს, რომელზეც შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიების ლოგო და გამოიყენოთ სურვილისამებრ თქვენს ვებ გვერდზე.
ღვინის დღეები საქართველოში
გადასვლები: 607