2020 წელს სოფელ კოჭბაანში, თბილისიდან 50 კილომეტრში, გომბორის უღელტეხილზე გაიხსნა გასტრონომიული სივრცე სახლი კოჭბაანში.
სახლი კოჭბაანში გთავაზობთ ღია და დახურულ სივრცეში სადილს და ვახშამს, კულინარიულ მასტერკლასებს (ხინკლის, ხაჭაპურის, ხაჭოს ნაგეთსის, თუთმაჯის მომზადების მასტერკლასები), კულტურულ-შემეცნებით ტურებს. ასევე შესაძლებელია ბოსტნეულის გადარგვა, სეზონური ხილის მარტივი კრეფა და დაკომპოტება, ჯემების მომზადება. ობიექტს შეუძლია უმასპინძლოს ღია სივრცეში 25 ადამიანს და დახურულ სივრცეში 15 ადამიანს.
დამატებითი ინფორმაციისთვისა და კონტაქტები იხილეთ ჩვენს მონაცემთა ბაზაში: https://geotourism.ge/house-in-kochbaani