მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოში 244 293 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 29 649, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 214 644 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-10 ქვეყანა ასე გამოიყურება:
-
-
- თურქეთი - 35,959 ვიზიტორი;
- რუსეთი - 33,556 ვიზიტორი;
- სომხეთი - 32,228 ვიზიტორი;
- საქართველო (არარეზიდენტი) - 20,936 ვიზიტორი;
- ისრაელი - 15,709 ვიზიტორი;
- უკრაინა - 13,018 ვიზიტორი;
- აზერბაიჯანი - 11,360 ვიზიტორი;
- ბელარუსი - 7,507 ვიზიტორი;
- ყაზახეთი - 6,032 ვიზიტორი;
- ირანი - 5,994 ვიზიტორი.
-