დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესია
ქალაქი: თბილისი
რაიონი: ნაძალადევის რაიონი
მისამართი: წერეთლის გამზირი № 44.
აგების თარიღი: 1880 წელი.
ტიპი: გუმბათიანი
რელიგიური სტატუსი: მართმადიდებლური, მოქმედი.
რელიგიური კუთვნილება: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ღმრთისმშობლის ეკლესია მდებარეობს დიდუბის უბანში, წერეთლის პროსპექტზე. შუა საუკუნეებში დიდუბეში, რომელიც ქალაქიდან მოშორებულ გარეუბანს წარმოადგენდა, იდგა მეფის სასახლე. აქვე იყო ეკლესიაც, რომელშიც 1189 წ. დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა. დიდუბის ეკლესიაში ესვენა ღმრთისმშობლის ცნობილი ხატი, რომელიც გადმოცემით თამარ მეფემ შესწირა ეკლესიას. 1760 წ. ახლოს ეკლესია ლეკების შემოსევის დროს დაზიანდა, მაგრამ მალევე შეკეთდა. 1795 წ. ის დაანგრია აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარმა. 1880-1884 წწ-ში მღვდელ პეტრე იმნაძისა და დეკანოზ ბესარიონ ზედგინიძის ძალისხმევით, მეცენატ გიორგი ქართველიშვილის შემწეობით დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესია ხელახლა აშენდა (გუმბათის მშენებლობა დასრულდა 1889 წ.). ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდგარი სამლოცველო აიგო 1900 წ. ეკლესიის ნაგებია აგურით, შელესილია და თეთრად არის შეღებილი. ცოკოლი მოპირკეთებულია ბაზალტისა და კირქვის თლილი ფილებით. შენობის არქიტექტურა ე. წ. "ნეორუსული სტილის" ნიმუშია. მისი შიდა სივრცის ბირთვს შეადგენს ვრცელი კვადრატი, რომლის კუთხეებშიც ნახევარწრიული ნიშებია მოწყობილი. 1978 წ. ტაძრის ინტერიერი მოხატა მხატვარმა ალექსანდრე (შურა) ბანძელაძემ.
საქართველოს კულტურული ძეგლები
გადასვლები: 420