სხავადსხვა მონაცემთა ბაზები

ალავერდის მონასტრის მარანი

რეგიონი: კახეთი
რაიონი: ახმეტა
მისამართი: ალავერდის მონასტერი
ვებ საიტი:http://www.since1011.com/ka
ელ.ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 

ალავერდის სამეფო მონასტერი, რომლის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, ქვევრებით და მარნით ოდითგან ცნობილია. მონასტერი კახეთში, კავკასიონის მთების ძირში, მდინარე ალაზნის დასავლეთით ნაყოფიერ ველზე მდებარეობს.

ჯერ კიდევ VIII საუკუნეში აქ სხვადასხვა ზომის ქვევრებით გაწყობილი მარანი ფუნქციონირებდა. არქეოლოგებმა ამ უძველესი მარნის ნაშთი მონასტრის ეზოში აღმოაჩინეს. XI საუკუნეში კი მეფე კვირიკე დიდმა ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძართან ერთად სამეფო მონასტრისთვის შესაფერისი დიდი მარანი ააგო.

2006 წლიდან განახლებული მარანი ამოქმედდა. ამჟამად მარანი ადგილობრივი, კახური ყურძნის ჯიშებისგან შვიდი სახეობის  ღვინოს აწარმოებს. ეს ღვინოები გამოირჩევა განსაკუთრებულად მდიდარი ჯიშური არომატებით, ხავერდოვანი გემოთი, მაღალი ანტიოქსიდანტური და სხვა სამკურნალო თვისებებით.

ალავერდის მონასტრის მარნის ათასწლოვანი ბრენდია „ბერების ღვინო Since 1011-დან“ რომელსაც მონასტრის ძმობა კახური ენდემური ვაზის ჯიშებისგან თიხის უნიკალურ  ჭურჭელში, ქვევრში აყენებს.

მსგავსი გვერდები