სხავადსხვა მონაცემთა ბაზები

ლომთაძეების მარანი ველისციხე

რეგიონი: კახეთი
რაიონი: გურჯაანი
სოფელი: ველისციხე

Facebook.com: https://www.facebook.com/Lomtadzeebis-Marani-Velistsikhe
ელ. ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ტელ: (+995) 597 07 02 22

„ლომთაძეების მარანი ველისციხე“ წარმოადგენს მცირე მარანს, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში. მარანი აშენებულია XX-საუკუნის დასაწყისში, მარანში განთავსებულია 1900-1905 წლებში დამზადებული 24 ქვევრი და აგურის ორნამენტებით მოპირკეთებული საწნახელი.
მარნის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ საუკუნეზე მეტია არ შეჩერებულა ტრადიციული, კახური მეთოდით ღვინის დაყენება. ოჯახს გააჩნია რქაწითელის და საფერავის ჯიშის ვენახები, რომელთა მოვლაც ხორციელდება ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატებით. სწორედ ნატურალური პროდუქტით მზადდება „ლომთაძეების მარნის“ ქვევრის ღვინო.
მარანში განთავსებულია ოჯახის კუთვნილი ნივთები, რომლებიც ნათელს ჰფენს 19 საუკუნის მიწურულს, ქართველი შეძლებული გლეხის ყოფა-ცხოვრებას.
„ლომთაძეების მარანი ველისციხე“ მოსულ ტურისტებს საშუალებას აძლევს, პირადად მიიღონ მონაწილეობა ტრადიციული კერძების მომზადებაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და კახური შოთის ცხობაში. შემოდგომაზე, ასევე შესაძლებელია რთველში მონაწილეობა და ყურძნის დაწურვა.
მობრძანდით, რათა შეიგრძნოთ კახური სტუმრათმოყვარეობა, დააგემოვნოთ საუკეთესო ღვინო, არაყი და ტრადიციული კერძები, ასევე ისიამოვნოთ სიმღერითა და სადღეგრძელოებით.
მასპინძლობას გაგიწევთ ცნობილი თამადა შოთა ლომთაძე.

 

 

მსგავსი გვერდები