სხავადსხვა მონაცემთა ბაზები

ვილა რბონა

რეგიონი: შიდა ქართლი
რაიონი: ხაშური
სოფელი: დამჩხეულა

კატეგორია: სასტუმრო სახლი, ღვინის მარანი

FB გვერდი: https://www.facebook.com/villarbona/
 
ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ტელეფონი/მობილური: (+995) 599 929 829
 

ხაშურის რაიონში, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელში - "დამჩხეულა" - 2008 წლიდან მდებარეობს აგრო სასტუმრო სახლი და საოჯახო ღვინის მარანი "ვილა რბონა".

მარანის მიმართულებაა სოფლის ტურიზმის განვითარება და წარმოჩენა. ობიექტს აქვს საკალმახე მეურნეობა და ეწევა მევენახეობას, რომელიც მოიცავს რაიონის მიკროზონისთვის დამახასიათებელ ოთხი სხვადასხვა სახის ვაზის ჯიშს (თავკვერი, შავკაპიტო, გორული მწვანე და ჩინებული). საოჯახო მარანი აწარმოებს ზემოხსენებული ვაზის ჯიშებისგან დამზადებულ მაღალი ხარისხის ღვინოს, ასევე მაღალ ალკოჰოლურ სასმელებს - ჭაჭა და ბრენდი.

ვიზიტორებს სთავაზობენ:
- საკალმახეში თევზჭერას და კულინარიულ მასტერკლასებს
- ღვინის დაჭაშნიკებას
- ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურისტზე გათვლილ ვახშამს/სადილს.
- ღამისთევა აგრო სახლში
- მიმდებარე ტერიტორიაზე (თრიალეთის ქედი-ღორინამკალას მთა, ანგარას მთა, კოდისწყაროს ტბა) საფეხმავლო და საცხენოსნო ტურებს.

მსგავსი გვერდები