ეროვნული სასახლის მუზეუმი
ქალაქი: თბილისი
მისამართი: რუსთაველის გამზ. #6
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ეროვნული მუზეუმი
ტელეფონი: (+995) 32 2 99 61 13 (+995) 591 01 49 53
ელ-ფოსტა:
FB - გვერდი:https://www.facebook.com/MuseumoftheNationalPalace/
პრეზენტაცია: ეროვნული სასახლის მუზეუმი
2017 წლიდან ქ.თბილისში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ფუნქციონირებს მუზეუმი, სადაც ინახება შენობის 200 წლიანი ისტორიის ნივთები და ექსპოზიციები.
სასახლის ისტორიულ მუზეუმში ვიზიტორს შესაძლებლობა აქვს ნახოს უნიკალური ექსპონატები, ნივთები, ხელოვნების ნიმუშები, პორტრეტები, არქიტექტურული ნახაზები, ავეჯი, სამკაული და ჭურჭელი, სიმბოლური დანიშნულების მქონე ნივთები, სამუზეუმო სტენდები, სასახლის მოსახატად შექმნილი ესკიზები, მაკეტები, ქანდაკებები პოსტამენტებზე და სხვ. სამუზეუმო სივრცეში ასევე განთავსებულია დღევანდელი საქმიანობისა და აქტივობების ამსახველი მასალები, მოსწავლეების მიერ მიღებული ჯილდოები, მათი ნამუშევრები. დამონტაჟებულ მონიტორზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა ნახოს კადრები სასახლეში გადაღებული ფილმებიდან: „ქეთო და კოტე“, „დათა თუთაშხია“ და სხვა.
საქართველოს მუზეუმები
გადასვლები: 411