ტურისტული ბლოგი

ეს ძალიან საინტერესოა

ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის ანგარიშის პრეზენტაცია ღონისძიებაზე მიწვეულ საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა.

დღეისთვის არსებული მონაცემები მიხედვით 2022 წლის სექტემბრი, 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენამ 83.8% შეადგინა, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების აღდგენამ კი 65.3%. ამით დასტურდება რომ ტურიზმის აღდგენის კუთხით არსებულმა სამოქმედო გეგმამ შედეგი გამოიღო. 

„რაც შეეხება 2022 წლის იანვარ-სექტემბრის ჯამურ მონაცემებს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების აღდგენამ 53.8% შეადგინა და 3 892 605 ვიზიტს მიაღწია, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენამ კი 67.8% (2 704 133 ვიზიტი).

შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის კუთხითაც - 2019 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 94.6%-იანი აღდგენა დაფიქსირდა და შემოსავლების მაჩვენებელმა 2.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. მისივე თქმით, ცალკეული თვეების ჭრილში მხოლოდ აგვისტოში აღდგენის დინამიკამ 126.7% შეადგინა.

2019 წელთან შედარებით, 100%-იანი ზრდა დაფიქსირდა ავიაციის სექტორში ავიამიმართულებების და ავიაკომპანიების, ასევე ავიასიხშირეების აღდგენის კუთხით. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს ავიაბაზარზე ფრენებს 43 ავიაკომპანია 86 მიმართულებით ახორციელებს.

პრეზენტაციაზე ასევე ხაზი გაესვა ტურიზმის 2025 წლის სტრატეგიას, რომლის მიხედვით, 2025 წლისთვის საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების 10 მილიონამდე, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდა იგეგმება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

იხ. სრულად -   პრეზანტაცია 

 

მსგავსი გვერდები