ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი მ/წლის 13 აპრილს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში ახორციელებს "დიდ საქველმოქმედო კონცერტს" სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის "რუსთავი"-ს მონაწილეობით. ანსამბლ "რუსთავს" წელს დაარსებიდან 55 წელი უსრულდება და საიუბილეო ტურნეს იწყებს ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელი საქველმოქმედო კონცერტით.
ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის გახლავთ, შესაბამისად, შემოსული თანხა სრულად მოხმარდება "ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის" შვილობილებზე, ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებზე, მოზარდებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვას, კავკასიაში ერთადერთი სარეაბილიტაციო ცენტრის "ბედნიერი სახლის" განვითარებას.
დამატებითი ინფორმაციითვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს:
https://tkt.ge/show/12292/didi-saqvelmoqmedo-koncerti
https://www.facebook.com/events/3527603647515634
ელ.ფოსტა:
ტელ: +995 591 818 813