2023 წლის 2-4 ივნისს იმართება პირველი ქართული სამედიცინო ტურიზმის ფორუმი "მედეა". ღონისძიება ჩატარდება კვარიათში, სასტუმრო ლიც რეზორტში, რომლიც ორგანიზებულია საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ალიანსის მიერ.
ფორუმი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფაგოთერაპია, გამაჯანსაღებელი პროცედურები, დეტოქსი, კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, თმის გადანერგვა და სხვა.
მონაწილეებს საშუალება ეძლევათ პირადად გაეცნონ საქართველოს სამედიცინო ექსპორტის ძირითად სერვისებს ელიავას ფაგოთერაპიირს ცენტრის გამოსვლით, რაც საშუალებას აძლევს დამსწრეებს მიიღონ საჭირო ინფორმაცია რთული ბაქტერიული ინფექციების მკურნალობის უახლოეს მიღწევებზე.
გარდა სამედიცინო სესიებისა დამსწრე საზოგადოებას ეძლევა საშუალება ისიამოვნოს კულტურული ღონისძიებებით, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო, ღვინო და უნიკალური, მრავალხმიანი ქართული მუსიკა და ცეკვა. პროგრამა ასევე მოიცავს საინტერესო ღირსშესანიშნაობების მონახულებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის - ეწვიეთ ვებ გვერდს: https://gmtall.ge/