ანჩისხატის ეკლესია
ქალაქი: თბილისი
შექმნის/ აგების თარიღი: მე-6 საუკუნის დასაწყისი.
მისამართი: იოანე შავთელის ქ. N5. ძველი თბილისი, სასტუმრო ამბასადორის მიმდებარე ტერიტორია.
ტიპი: სამნავიანი ბაზილიკა
სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
ეტიმოლოგია: აქ ინახებოდა ანჩის მონასტრიდან (კაბადოკია) ჩამოტანილი ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი.
ანჩისხატი VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში. იგი უნდა იყოს "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ქრონიკაში მოხსენიებული "მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ", აგებული დაჩი უჯარმელის მეფობაში.
ანჩისხატის ისტორია აგებიდან XVII საუკუნამდე უცნობია. 1675 დომენტი III კათოლიკოსმა აღადგინა ის და ააგო აგურის ორსართულიანი სამრეკლო. 1958-1964 სარემონრო-სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ნაგებობის უძველესი შრეები. აღსანიშნავია რომ, საბჭოთა კავშირის დროს ეკლესიას აბანოდ იყენებდნენ.
საქართველოს კულტურული ძეგლები
გადასვლები: 399