სხავადსხვა მონაცემთა ბაზები

ათეშგა

ქალაქი: თბილისი
მიასამართი: კლდისუბანი, გომის ქ. N3, (ნაგებობაში მოხვედრა გომის I ჩიხიდან, საცხოვრებელი სახლის ეზოდან არის შესაძლებელი)
აგების და აღდგენის თარიღი: გვიანი შუა საუკუნეები, ნაგებობა გადახურა XVI ს-ში, 2007-2009 წწ. - გაწმენდა აღდგენა.
კორდინატები: 41.688758, 44.805613
ეტიმოლოგია: სახელწოდება ათეშგა მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან „ათეშგაჰ“, რაც ცეცხლის ადგილს ნიშნავს.
სამშენებლო მასალა: ქვა, აგური, კირი.

 

ათეშგა, ცეცხლის საგზებელი, კლდისუბანში (გომის ქ. N3) მდებარეობს. ნაგებობაში მოხვედრა გომის I ჩიხიდან, საცხოვრებელი სახლის ეზოდან არის შესაძლებელი.

სახელწოდება ათეშგა მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან „ათეშგაჰ“, რაც ცეცხლის ადგილს ნიშნავს. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, ცეცხლთაყვანისმცემელთა საკერპე ამ ადგილას უძველესი დროიდან მდგარა.

დღემდე შემორჩენილი ნაგებობა, სავარაუდოდ, XVII ს-ში გადაეხურა ცეცხლის ტაძარს. იგი აგურის კუბურ მოცულობას წარმოადგენს]. ფასადები თაღოვანი და შეისრულთაღოვანი ნიშებით იყო დანაწევრებული (მათი ფრაგმენტები აღმოსავლეთითა და დასავლეთით არის შემორჩენილი). ინტერიერის ოთხსავე კედელზე შეისრულთაღოვანი ნიშებია. შენობა გუმბათით იყო გადახურული. გუმბათზე გადასვლა ტრომპების მეშვეობით ხორციელდებოდა, რომელთაგან ორია მოღწეული.

2007-2009 წწ. ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა ათეშგას გაწმენდა-აღდგენა: რეკოსნტრუქცია ჩაუტარდა მისასვლელ კიბეს, შიგნიდან გაიწმინდა, გაითხარა და მცირე რესტავრაცია ჩაუტარდა შესასვლელ ნაწილს. მთელი შენობა, ატმოსფერული მოვლენებისგან დაცვის მიზნით გადაიხურა დროებითი სახურავით.

მსგავსი გვერდები