ბიზნეს ტურიზმი (MICE) ეს არის მოგზაურობა რომელიც მოიცავს კონფერენციებს, კონგრესებს, სავაჭრო გამოფენებს წამახალისებელ ტურებს, კორპორაციულ/ბიზნეს შეხვედრებს და გულისხმობს 10 ან მეტი მონაწილის მინიმუმ ოთხი საათით შეკრებას ღონისძიებისთვის დაქირავებულ ადგილას.
დასვენებისა და ტურიზმის განათლების ასოციაცია (ATLAS) კულტურულ ტურიზმს განმარტავს, როგორც ადამიანთა მოგზაურობას კულტურული ღირშესანიშნაობების მიმართულებით (მემკვიდრეობის ძეგლები, ხელოვნებისა და კულტურული მანიფესტაციები, ხელოვნების ნიმუშები) მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, ახალი ინფორმაციის და გამოცდილების მიღების და კულტურული საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით.
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაა ლონდონის ტურისტული ბაზრობა (WTM London) 42 წელია ტარდება და ყოველწლიურად ნოემბრის თვეში იმართება.