2023 წლის 18 სექტემბერს ქ. ნიუ იორკში, ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და პერუს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ტურისტული/ორდინალური ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება ძალაშია მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან.
შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს და პერუს რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, უფლება აქვთ, ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, დატოვონ და იმყოფებოდნენ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არაუმეტეს 90 დღისა ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. მოქალაქეებს, რომელთაც განზრახული აქვთ 90 დღეზე მეტი ვადით დარჩენა, მოეთხოვებათ წინასწარ მიიღონ შესაბამისი კატეგორიის ვიზა.
შეთანხმების ტექსტი განთავსდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“-ს იფიციალურ ვებ-გვერდზე.