2022 წლის 17 ნოემბერს თბილისში, თამარ მეფის გამზ. #24-ში გაიხსნა ახალი 72 ნომრიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Tbilisi Chambers, Trademark Collection by Wyndham.
2022 წლის ნოემბერში, თბილისში, ბეშენოვას 20 ნომერში გაიხსნა 215 ნომრიანი აპარტოტელის სტილის სასტუმრო Gulf Aquamarine Hotel.
სასტუმრო ძველი თბილისი ფუნქციონირებდა 2003 წლიდან 2020 წლამდე. აღნიშნულ სასტუმროს ჩაუტარდა რებრენდინგი და 2022 წელს განაახლა ოპერირება სახელით - Margot Old Tbilisi.
საჩხერეში, 2020 წელს დაარსდა "ეთნო რეკრეაცია ტაბატაძე", რომელიც საგვარეულო სახლის გაახლებით დაიწყო. ეზოში მიმდინარეობს ქვის მეორე სამასპინძლო სახლის მშენებლობა, ასევე ტერიტორიაზე სრულდება სპა ცენტრის მოწყობა.
მ/წლის 5 ნოემბერს, თელავში ყოველწლიური ფესტივალი "ჭაჭა" გაიმართება. ფესტივალის მიზანია ყურძნის ჭაჭისგან დამზადებული არყის, როგორც დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის პოპულარიზაცია, ჭაჭის მწარმოებელი ფერმერების, გლეხების, მცირე მარნებისა და კომპანიების წახალისება და მათი ხელშეწყობა.
ორგანიზაცია "ენგური ატრაქცია" გახლავთ სახელმწიფო შპს, რომლის მიზანიც ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და შემდგომში მისი მართვაა.
2022 წლის აგვისტოში, დუშეთის რაიონში, სოფელ არაგვისპირში გაიხსნა ახალი მარანი "არაგვისპირი".
14, 15, 16 ოქტომბერს გაიმართება მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის მე-4 საერთაშორისო სამიტი "ეთნოფესტი 2022". ღონისძიება ტარდება ექსპო ჯორჯიას 4, 5, 6 პავილიონებში, 11:00- 20:00 სთ.
მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გურჯაანში, კურორტ ახტალის პარკში გაიმართება ღვინის ფესტივალი, რომელიც მეღვინეობის გარდა კულინარიულ, თეატრალურ, გასართობ და შემეცნებით კომპონენტებს მოიცავს.
30 სექტემბერს ქ. ბოლნისში სახალხო დღესასწაული "ბოლნისქალაქობა-2022" გაიმართება
2021 წელს, თბილისში, გურამიშვილის 15 ნომერში გაიხსნა სამ ვარსკვლავიანი სასტუმრო "Aura".
მთელი ქვეყნის მასშტაბით, საფუძველი ეყრება ახალ, ყოველწლიურ ფესტივალს, რომელიც სრულად ეძღვნება ქართული ღვინის პოპულარიზაციას,