ტუროპერეტორის სახელძღვანელოები

ტურისტული ელ. წიგნების ყველაზე დიდი არჩევანი

შემომყვანი ტურიზმის სახელმძღვანელო

შემომყვანი ტურიზმის სახელმძღვანელო

ტურიზმი წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სწრა-ფად მზარდ სექტორს. მისი მნიშვნელობა დიდია საქართველოშიც, სადაც იგი განვითარების აქტიურ ეტაპზე იმყოფება და აქვს პოტენციალი კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს ქვეყნის შემოსავლების, დასაქმების და ინვესტიციების ზრდაში. სახელმძღვანელო „შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად“ მიზნად ისახავს დაეხმაროს ტურისტული ბიზნესით დაინტერესებულ პირებს თუ ორგანიზაციებს შემომყვანი ტურიზმის განვითარებაში. იგი მოიცავს ბიზნესის დაგეგმვის ეტაპებს, ტურიზმის თანამედროვე ტენდენციებს, მიზნობრივი ბაზრების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რჩევებს და რეკომენდაციებს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ნაშრომი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ასოციაციებს და კერძო სექტორს შორის, რაც ტურიზმის სექტორის განვითარების უალტერნატივო
გზაა.
სახელმძღვანელო წარმოადგენს პირველ გამოცემას და ყოველწლიურად განახლდება. აქედან გამომდინარე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი კონტრიბუცია რჩევებისა და რეკომენდაციების სახით, ნაშრომის კიდევ უფრო მომხმარებელზე მოსარგებად და ეფექტიანობის გასაზრდელად.

გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ორგანიზაციის წევრებისთვის (წევრობის ფორმა - FREE)   

 




მსგავსი გვერდები