გიდი - სახელმძღვანელო

ტურისტული ელ. წიგნების ყველაზე დიდი არჩევანი

გიდის პროფესია

გიდის პროფესია

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს გიდის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს. იგი შედგება ორი ნაწილისაგან:

I ნაწილი დაეთმო გიდის პროფესიის თეორიულ ნაწილს, რომელიც დამუშავდა ნიკო კვარაცხელიას სახელმძღვანელოს „გიდის ხელოვნება“ და სალექციო
კურსის მიხედვით;
II ნაწილში საუბარია აჭარისა და ბათუმის ისტორიაზე და მის ძირითად ღირსესანიშნაობებზე. წიგნის ეს ნაწილი მთლიანად გადმოღებულია ბათუმის
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოდან „აჭარა - ტურისტულ-
მხარეთმცოდნეობითი რესურსები“;
სახელმძღვანელოში ასევე გამოყენებულია ის მოქმედი ტურისტული მარშრუტები, რომლებიც შეიმუშავა ააიპ ბათუმის ტურისტული პროდუქტების
განვითარების სააგენტომ.
სახელმძღვანელოს მიზანია დაეხმაროს მოქმედ და დამწყებ გიდებს პროფესიის ათვისებასა და დახელოვნებაში. გამოიმუშაონ და შეინარჩუნონ ის ძირითადი უნარ-ჩვევები, რაც გიდის პროფესიისათვის არის საჭირო.
წიგნზე იმუშავეს - აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა - თამარ კაიკაციშვილმა;ამავე განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ეკატერინე აბესაძემ;კონსულტანტმა, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერისტეტის პროფესორმა - ნიკო კვარაცხელიამ.

გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ორგანიზაციის წევრებისთვის (წევრობის ფორმა - სტანდარტი)   

 




მსგავსი გვერდები